fbpx
ჯანმრთელობა

საბერძნეთში კორონავირუსი დომინოს პრინციპით კვლავ ვრცელდება – იხილეთ დღევანდელი მონაცემები

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 75 ახალი შემთხვევა ფიქსირდება და სამწუხაროდ, გარდაცვალების ორი ფაქტიც.

კორონავირუსი დომინოს პრინციპით ვრცელდება და ატიკის შემდეგ, სადაც “ობოლი” შემთხვევები ხშირად ვლინდებოდა, ახლა ამ მხრივ თესალონიკი გამოირჩევა.

75 შემთხვევიდან 28 მოდის თესალონიკსა და კავალაზე, ხოლო 19 ატიკის რეგიონზე. დანარჩენები ნაწილდება სხვადასხვა ტერიტორიებზე.

კავალაში ვირუსი დაუდგინდა ხორცის მაღაზიის ორ თანამშრომელს და უკვე ამის შემდეგ გამოიკვეთა 22 ინფიცირებული, ანუ ისინი, ვინც ამ ორმა ადამიანმა დააინფიცირა. მაღაზიას მთლიანად ჩაუტარდა დეზინფექცია.

ამას გარდა, ვოლოსში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 20 წლის ჯარისკაცს, რომელმაც სხვა სამი კოლეგა დააავადა. აქ დაინფიცირების წყარო, ისევე როგორც ხორცის მაღაზიის თანამშრომლების შემთხვევაში, უცნობია.

ხვალ კირიაკოს მიცოტაკი საგანგებო შეხვედრას გამართავს და შესაძლოა პრემიერმა საზოგადოებასაც მიმართოს კონკრეტული ახალი მითითებებით.

 

onalem

ტესტ