fbpx
ჯანმრთელობა

პაციენტებისთვის ჩაჭიდებული ხელი და აცრემლებული ბერძენი ექიმები – კადრები “სოტირიადან”

“სოტირიას” საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილებიდან ემოციური კადრები ვრცელდება. ექიმები კრიზისის პერიოდში პაციენტების მფარველი ანგელოზები არიან არა მხოლოდ მათი ჯანმრთელობის, არამედ ემოციური მდგომარეობის შენარჩუნების მხრივაც.

კადრში ჩანს, როგორ უჭირავს ექთანს მოხუცი მამაკაცის ხელი და სთხოვს, რომ მაგრად მოუჭიროს მას. ექიმები ამშვიდებენ ხალხს, რომლებიც არიან მარტონი, რადგან არ შეუძლიათ ნახონ საკუთარი ოჯახის წევრები დიდი ხნის მანძილზე.

განსაკუთრებით ამაღელვებელია ანტონია კუცუკუს ინტერვიუ, რომელიც რეანიმაციას ხელმძღვანელობს:

“ძალიან ძნელია ატარო პაციენტების, მათი ნათესავების და საზოგადოების ტვირთი. გვყავდა ერთი პაციენტი, რომელიც, სავარაუდოდ, ვერ გაუძლებდა ვირუსს. ამის შესახებ ვუთხარით ოჯახს და მათ გვთხოვეს, გაგვეღო ფანჯარა, ქვემოთ შეკრებილიყვნენ და მამაკაცის საყვარელ მანდოლინაზე დაეკრათ. სხვა რა გინდათ, რომ გითხრათ?!” – კუცუკუ საუბრისას ცრემლს ვერ იკავებს.

onalem

ტესტ