fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

საბერძნეთის სამინისტროების გადაწყვეტილება: მოქმედებაში შედის ინოვაცია “ოთახი-კარანტინი”

ბერძნული მედია საბერძნეთის ეკონომიკის, ტურიზმისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ იუწყება.

კერძოდ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მოქმედებაში შევიდეს ე.წ. “ოთახი-კარანტინების” ინოვაცია, რომელიც გააერთიანებს სასტუმროების ქსელებს. ამრიგად, ყველა სასტუმროში იარსებებს ის იზოლირებული სივრცე (ოთახები), სადაც მოთავსდებიან ტურისტები და ადგილობრივი დამსვენებლები იმ შემთხვევაში, თუკი კორონავირუსი დაუდგინდებათ. ანუ ეს ოთახები იქნება მხოლოდ მათ მიერ გამოყენებული.

ცხადია “ოთახი-კარანტინების” რაოდენობა დამოკიდებული იქნება კონკრეტული სასტუმროს ფართობზე. ყოველ 10 ოთახზე აუცილებლად უნდა მოდიოდეს 1 “კარანტინი-ოთახი” მაინც, 50-ზე მინიმუმ 2 და ა.შ.

ტურიზმის მინისტრი, ხარის თეოხარისი აცხადებს, რომ ინოვაცია ბერძნული ტურიზმის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და იმ ადამიანებისთვისაც კომფორტული იქნება, რომლებსაც კორონავირუსი აღმოაჩნდებათ, მაგრამ არ დასჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია. ისინი იმავე სასტუმროს “ოთახ-კარანტინში” მოთავსდებიან, სადაც ისვენებდნენ, ვიდრე პროტოკოლის შესაბამისად, 14 დღე გავა.

“ბერძნული ტურიზმის უსაფრთხო განახლება ახლა ჩვენი მთავარი მიზანი და პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ დღეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით უსაფრთხოების შეგრძნების გასაძლიერებლად,” ასეთი კომენტარი გააკეთა თეოხარისმა ახალ გადაწყვეტილებაზე.

onalem

ტესტ