fbpx
კრიმინალი

ექსპერტიზის შემზარავი დასკვნა: 40 წლის პაკისტანელმა 83 წლის ბერძენი ქალი გააუპატიურა

როგორც უკვე ცნობილია, 40 წლის პაკისტანელი მამაკაცი პრევეზაში 83 წლის ქალს დაესხა თავს და სასტიკად სცემა. მოხუცი ჯერ კიდევ საავადმყოფოშია მოთავსებული და სიკვდილს ებრძვის, რადგან მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული, თუმცა, პარალელურად, ახალი დეტალების შესახებ გახდა ცნობილი.

როგორც ირკვევა, 40 წლის პაკისტანელი მის სახლში ძარცვის მიზნით არ შეჭრილა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მამაკაცმა მოხუცი გააუპატიურა და შიშველ მდგომარეობაში, უგონო მიატოვა.

გამოძიების თანახმად ქალზე ძალადობა პაკისტანელმა გასულ წელსაც სცადა. ის პოლიციამ გასულ კვირას დააკავა და აცხადებს, რომ არ ახსოვს, სცემა თუ არა მოხუცი, რადგან ნასვამ მდგომარეობაში იყო. თუმცა, ამბობს, რომ როცა მისი სახლი დატოვა, ქალი თავს კარგად გრძნობდა.

onalem

ტესტ