fbpx
კრიმინალი

საბერძნეთში დასასვენებლად ჩამოსულმა ტურისტებმა სახლიდან, რომელიც იქირავეს, 10.000 ევრო მოიპარეს

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ორი იტალიელი დააკავა, რომელიც საბერძნეთში დასასვენებლად ჩამოვიდა და შესაბამისად, სახლი იქირავეს.

როგორც ირკვევა, ორმა მამაკაცმა კუნძულ სკიათოზე ბინა 36 წლის ქალისგან იქირავა, სადაც სეიფი იდო. მათ შემთხვევით ისარგებლეს და ამ სეიფიდან 10.000 ევრო მოიპარეს.

იტალიელების ასაკი 34 და 35 წელია, მათი დაკავება გუშინ საღამოს მოხდა, ქურდობასთან დაკავშირებით კი, გამოძიებას სკიათოს პოლიციის განყოფილება აწარმოებს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის ზაფხულში კუნძულებზე მომხდარი ქურდობის შემთხვევებში ხშირად მონაწილეობდნენ იტალიელები.

onalem

ტესტ