fbpx
საბერძნეთი

ბინების პრობლემა საბერძნეთში: სტუდენტებს და პროფესორებს შეზლონგებსა და მანქანებში სძინავთ

საბერძნეთში ბინების ქირაობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობს და ეს ყველაფერი უკვე ფართო საზოგადოებრივ სახეს იღებს. როგროც ირკვევა, კრეტაზე, კერძოდ, ირაკლიოში, ეს პრობლემა განსაკუთრებულად მძაფრია და პროფესორები და სტუდენტები, რომლებიც ადგილობრივები არ არიან და იქ ახალი სასწავლო წლისთვის ჩადიან.

მედია იუწყება, რომ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სანაპიროებზე შეზლონგებსა და მანქანებშიც კი სძინავთ, რადგან ფიზიკურად ბინებს ვერ პოულობენ.

არსებული ცნობებით, სასტუმროებში ერთი ღამის გათევის ღირებულება საშუალოდ 70 ევროა, რაც, ცხადია, შეუძლებელია იხადონ კუნძულზე ცხოვრების მანძილზე, შესაბამისად, ბევრი მათგანი გამოუვალ მდგომარეობაშია.

“ვინც აქ მიდის, ხელფასი 750-800 ევრო აქვთ. როგორ უნდა გადაიხადონ ქირა, რომელიც 400 ევროა სულ რამდენიმე კვადრატულ მეტრ სახლში. ისინი მოდიან, რათა ისწავლონ და ასწავლონ, მაგრამ ძალიან მარტივად შეიძლება თქვან უარი ამ ყველაფერზე, რადგან ხარჯებს ფიზიკურად ვერ აუვლენ,” ამბობს ირაკლიოს საშუალო განათლების ფედერაციის პრეზიდენტი, ზახარიას რიგაკის.

onalem

ტესტ