fbpx
საზოგადოება

სანტორინი: შეტყობინება ბომბის შესახებ კონსტანტინოს არგიროს კონცერტზე, რომელსაც 3.000 ადამიანი ესწრებოდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კონსტანტინოს არგიროს კონცერტზე მოულოდნელი რამ მოხდა. მომღერალი სანტორინზე მართავდა კონცერტს, რომელსაც 3.000 ადამიანი ესწრებოდა, სწორედ ამ დროს უცნობმა პირმა დარეკა და იტყობინებოდა, რომ სცენის ქვეშ ბომბი იყო დამონტაჟებული.

როგორც ირკვევა, არგირომ მოიმიზეზა, რომ ყელთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა და სცენიდან გავიდა. ეს იმისთვის გააკეთა, რომ მაყურებელი პანიკაში არ ჩავარდნილიყო. ხალხი მართლაც ვერაფერს მიხვდა, ადგილზე მობილიზდა პოლიცია და შესაბამისი სამსახური, რომელთაც ყველაფერი შეამოწმეს და გაირკვა, რომ შრტყობინება ფარსი იყო.

ამის შემდეგ მომღერალი სცენაზე დაბრუნდა და წარმოდგენა გაგრძელდა.

onalem

ტესტ