fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ათენში ბინის ქირის ფასი ზღვარს სცდება: 420 ევრო ზოგრაფუზე 40 კვადრატულ მეტრში

ათენის უბნებში ქირის გაზრდილმა ფასებმა დიდ საფიქრალში ჩააგდო დამქირავებლები, მითუმეტეს, რომ ბევრი სტუდენტი, რომელიც სასწავლებლად ჩამოდის, აქტიურად ეძებს საცხოვრებელს, რომ უნივერსიტეტთან ახლოს იყოს.

არსებულ მდგომარეობას შეიძლება ტრაგიკულიც კი ეწოდოს, ვინაიდან ბინებს, რომლებიც საკმაოდ პატარებია, დიდი ფასები ადევს. განვიხილოთ მაგალითები, თუმცა, ცხადია, ეს ყველაფერი არის საშუალო მაჩვენებლები და არ იგულისხმება აბსოლუტურად ყველა ბინა, რომელიც ამ უბნებში ქირავდება.

ნეოს კოსმოსზე 35 კვადრატული მეტრი ბინის ქირაობა საშუალოდ 300 ევროდ შეიძლება, ხოლო ეს ფასი 500 ევრომდე იზრდება, თუ ბინა სრულად არის ავეჯით უზრუნველყოფილი. 40-50 კვადრატულ მეტრში კი, 430-დან 650 ევრომდეც კი შეიძლება გაიზარდოს ფასი.

კალითეაში 40-50 კვადრატული მეტრი ბინების ქირაობის ფასი 380-დან 650 ევრომდეა, თუ ბინა 35 კვადრატული მეტრია, მაგრამ სრულად არის ავეჯით უზრუნველყოფილი, მაშინ თანხა 380-დან 550-მდეც კი იწევს.

პაგრატსა და ზოგრაფუზეც თითქმის იგივე მდგომარეობაა, სადაც 35 კვადრატულ მეტრი ბინა რომ დაიქირაოთ, მეპატრონე 420 ევროს ითხოვს, ხოლო თუ ვსაუბრობთ 40-50 კვადრატულ მეტრ ფართობზე, თანხა 430 ევროდან იწყება.

წელს, 2021 წელთან შედარებით, სტუნდენტთა საცხოვრებლის ქირის საფასურმა 26%-მდე მოიმატა, ხოლო ზოგადი მდგომარეობით, ბინის ქირაობის საფასური 1 წელიწადში მომატებულია 32,5%-ით.

onalem

ტესტ