fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: 26 წლის ირინი ქორწილამდე ორი დღით ადრე ავარიაში გარდაიცვალა – დაკავებულია 20 წლის ალბანელი

გავრცელებული ინფორმაციით, კოზანში 26 წლის ირინი კანტენას გლოვობენ, რომელიც საკუთარ ქორწილამდე ორი დღით ადრე ტრაგიკულად დაიღუპა.

როგორც ირკვევა, გოგონა თავისი წინასაქორწილო წვეულებისთვის თესალონიკში იყო წასული და სწორედ იქიდან ბრუნდებოდა, როდესაც 20 წლის ალბანელმა ბიჭმა მოტოციკლით გაიტანა და მიატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ის ადგილიდან გაიქცა, პოლიციამ რამდენიმე საათში დააკავა.

ირინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და რეანიმაციაში მოათავსეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო.

ახალგაზრდა გოგონა ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა, ხვალ კი, კოზანში ეს ბაღი დახურული იქნება, რათა ირინის ოჯახის მიმართ თანაგრძნობა გამოხატონ და მწუხარება გაიზიარონ.

onalem

ტესტ