fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“მღვდლობა უნდოდა, მაგრამ ეგზორცისტად იქცა, რადგან უარი უთხრეს” – ხარის ცაკონიდის ბნელი ცხოვრების დეტალები

თესალონიკში მოქმედ ეგზორცისტთა ორგანიზაციის ხელმძღვანელის შესახებ დამატებითი დეტალები ვრცელდება. როგორც ირკვევა, ხარის ცაკონიდის წარსულში ეკლესიაში შესვლა და მღვდლად მსახურება უნდოდა, მაგრამ ვინაიდან ამის უფლება არ მიეცა, ეგზორცისტად იქცა და მისი შავბნელი ცხოვრებაც დაიწყო.

მას შემდეგ, რაც მიტროპოლიტმა ლაგადასმა უარი თქვა მისთვის სასულიერო პირის წოდების მინიჭებაზე, ცაკონიდიმ დაიწყო მტკიცება, რომ ის იყო “არხი” ღმერთსა და ადამიანებს შორის. გასაკვირია, მაგრამ ამ ყველაფერს მოჰყვა ის, რომ ბევრმა ადამიანმა დაიჯერა მისი და მიმდევრები გამოუჩნდნენ მისსავე შექმნილ ორგანიზაციას “ერთა ეკლესია”. ბევრია ისეთიც, რომელიც მზად არის ყველა მხრივ ემსახუროს ცაკონიდის “ეკლესიას”.

უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად ხარალამბოს ცაკონიდისი ჰოლანდიაში წავიდა, მაშინ 20 წლის იყო. მან ძმასთან ერთად გარკვეული ბიზნესი წამოიწყო და საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა, მაგრამ როგორც მის ბიოგრაფიაშია აღნიშნული, უარი თქვა ყველაფერზე და თავის ღმერთისთვის მიძღვნა გადაწყვიტა. ის ამტკიცებდა, რომ უფალთან ურთიერთობის ზებუნებრივი გამოცდილება ჰქონდა და მომდევნო 10 წელი თავის მენტორთან, ნიგერიელ ჯოშუა ბალოგუნთან გაატარა, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა. როგორც ცაკონიდი ამბობს, ჯოშუამ მას თავისი მრწამსი გააცნო და დიდ წინასწარმეტყველად მიიჩნეოდა.

onalem

ტესტ