fbpx
საბერძნეთი

ორი ძლიერი მიწისძვრა სამოსზე ერთმანეთის მიყოლებით – რას ამბობს სეისმოლოგიის პროფესორი, ეფთიმის ლეკას?!

გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულ სამოსზე ერთმანეთის მიყოლებით ორი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის პროფესორის განმარტებით, პირველი ბიძგის ძალა 4,7 ბალი იყო, ხოლო მეორის, რომელიც მას მოჰყვა 5,2 ბალი.

როგორც ეფთიმიოს ლეკა ამბობს, ეს არი იყო ერთმანეთისგან გამოწვეული განმეორებითი ბიძგები, არამედ  ცალ-ცალკე მიწისძვრები, რადგან წესით და რიგით, მეორე პირველთან შედარებით სუსტია ხოლმე, ახლა კი, პირიქით მოხდა. ლეკა იმასაც დასძენს, რომ ამჟამინდელი ბიძგები არ არის კავშირში იმასთან, რაც ორი წლის წინ მოხდა და ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე იმსხვერპლა.

როგორც ირკვევა, ის დაუკავშირდა აღმოსავლეთ სამოსის მერს და უკვე მისცა მითითებები შემოწმების ჩასატარებლად, მოსახლეობას კი მოუწოდებს, რომ მოერიდონ ძველ ნაგებობებთან გადაადგილებას.

onalem

ტესტ