fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: სახლში შეკრებილი სტუმრები პოლიციის მისვლისას გაიქცნენ, მასპინძელი კი 3.000 ევროთი დაჯარიმდა

თესალონიკში მდებარე ერთ-ერთ ბინაში პოლიცია მას შემდეგ მივიდა, რაც დაფიქსირდა საჩივარი, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული ზომების დარღვევასთან დაკავშირებით.

ირკვევა, რომ სახლში შეკრებილი იყო 11 ადამიანი და როდესაც ოფიცრები მისამართს მიუახლოვდნენ, სტუმრები გაიქცნენ და მათ მხოლოდ მასპინძელი შერჩათ ხელში.

ცხადია, ქალი, რომელმაც ეს ადამიანები დაპატიჟა, 3.000 ევროთი დაჯარიმდა, სხვები კი 300 ევროიან ჯარიმებს გადაურჩნენ.

 

onalem

ტესტ