fbpx
საზოგადოება

მოძღვარმა ეკლესია ვაქცინაციის ცენტრად აქცია: “ვაქცინა ერთადერთი იარაღია”

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში იგეგმება, რომ ეკლესიებში ვაქცინაციის ჩატარება გახდეს შესაძლებელი. ეს იდეა უკვე რეალობად აქცია კრეტაზე მოძღვაწე მოძღვარმა, მამა ანდრეას კალიონძაკიმ, საკუთარ მრევლთან ერთად.

მოძღვარი ამბობს, რომ ამ მდგომარეობისგან მხოლოდ ვაქცინაცია გვიხსნის და ყველამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს ეს იარაღი:

“პატივი უნდა ვცეთ მეცნიერებას. ეს წმინდა სამედიცინო საკითხია. როცა დავინახე, რომ კორონავირუსი ჩვენი დიდი მტერია, ვიფიქრე, როგორ შეიძლებოდა ეკლესია დახმარებოდა. ერთადერთი იარაღი, რომელიც კაცობრიობას აქვს, ვაქცინაა. 

სოფელში ბევრი არ არის აუცრელი, მაგრამ ერთიც რომ იყოს, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სიცოცხლეს და გადავარჩინოთ ის,” ამბობს სასულიერო პირი.

onalem

ტესტ