fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მოხუცთა მოსავლელ ცენტრში, სადაც ყველა აცრილია, 30 ინფიცირებული გამოვლინდა

თესალონიკში, მოხუცთა მოსავლელ ცენტრში, კორონავირუსი 30 ადამიანს დაუდგინდა და გამოვლინდა კიდევ 50 პირი, რომელიც ახლო კონტაქტში იმყოფებოდა მათთან.

ინფიცირებულთა უმეტესობა 70 წელს გადაცილებულია, ერთი კი თავად ცენტრის თანამშრომელია. საბედნიეროდ, როგორც პერსონალი, ასევე მოხუცები აცრილები არიან და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ყველას მსუბუქი სიმპტომები აქვს.

ხელმძღვანელობას აშფოთებს ფაქტი, რომ უსაფრთხოების იმ მკაცრი ზომების მიუხედავად, რომლების მოსავლელ ცენტრში მოქმედებს, კორონავირუსი მაინც გავრცელდა. მიუხედავად ყველაფრისა, ამ დროისთვის არცერთი ინფიცირებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვინაიდან აცრილები არიან ორივე დოზით და გამომუშავებული აქვთ იმუნიტეტი.

როგორც პერსონალი აცხადებს, რომ არა ვაქცინაცია, მოხუცთა ცენტრში ტრაგიკულ კადრებს ვიხილავდით.

onalem

ტესტ