fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ბოშა ბავშვები მოხუც ქალს თავს დაესხნენ და გაძარცვეს

სოფელ ამიკლესში (ლაკონია) ორი ბოშა ბავშვი მოხუც ქალს საკუთარი სახლის ეზოში დაესხნენ თავს. ფაქტობრივად, ვიდეო, რომელიც ქვემოთ არის მოცემული, უსაფრთხოების კამერებმა გადაიღეს. სცენა ნამდვილად შოკისმომგვრელია. ბავშვები სიტუაციას ზვერავენ, შემდეგ ქალს თავს ესხმიან, ჩანთას ღებენ და მას ძირს აგდებენ.

ქალი სახლში ტაქსით მივიდა, სწორედ ამ დროს შედიან ბავშვებიც ეზოში. მოხუცის ძირს დაგდების სცენა საკმაოდ მძიმე საყურებელია.

ინციდენტის შედეგად ქალმა დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ გამოძიების შემდეგ დამნაშავე ბავშვები დააკავა.

onalem

ტესტ