fbpx
საბერძნეთი

როდის გაიხსნება საბერძნეთში კაფეები და ტავერნები და როგორ იმუშავებენ ისინი?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ 11 იანვრიდან ქვეყანაში გაიხსნება სკოლები და მაღაზიები კვლავ აამოქმედებენ Click Away-ს გზით ვაჭრობას, კაფე-ბარების, ტავერნებისა და რესტორნების საკითხი ამ თვეში კვლავ დახურული რჩება.

როდის განიხილავს მთავრობა აღნიშნული სფეროს დაწესებულებების ამუშავებას?!

კაფეებისა და რესტორნების მფლობელთა ზარალი უკვე წარმოუდგენლად დიდია, თუმცა, ისინი თავად ამბობდნენ უარს დროებით გახსნაზე, რადგან ეს დამატებით პრობლემებს იწვევს აღნიშნული ბიზნესისთვის.

ირკვევა, რომ მათი გახსნის საკითხი განიხილება თებერვლის პირველ რიცხვებში. სწორედ თებერვალში დაიწყება ექსპერტთა რეკომენდაციების საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და ცნობილი გახდება, როდის შეგვეძლება ფინჯანი ყავისა და საყვარელი კერძების გარეთ მირთმევა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად ზამთრის სეზონისა, აღნიშნულ დაწესებულებებს მაგიდები ექნებათ გარეთ და ამ მხრივ მათ კიდევ ერთხელ დაეხმარება სახელმწიფო.

კაფეებსა და რესტორნებში უსაფრთხოების ზომები დაცული უნდა იყოს მაღალ დონეზე, ვინაიდან ექსპერტთა თვალსაზრისით მსგავსი დაწესებულება ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი აქტიური წყაროა.

 

onalem

ტესტ