fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

სკანდალური ჩვენება: “მიხოსთან მოდიოდნენ მღვდლები, პოლიტიკოსები, მიჰყავდათ ბავშვი და უჩინარდებოდნენ”

აღნიშნული ამბის გარშემო შოკისმომგვრელ სიახლეებს ბოლო არ უჩანს, თუმცა, ჩვენება, რომელიც ტელეკომპანია Mega-ს კოლონოს მაცხოვრებელმა მისცა, ალბათ, ყველაზე სკანდალურია. კერძოდ, როგორც მამაკაცი ამბობს, სამეზობლოში ყველამ ყველაფერი იცოდა და ვინც ამბობს, რომ ღრუბლებიდან ჩამოვარდა, იტყუება.

“რაც 12 წლის გოგოს დედამ საკუთარ შვილს გაუკეთა და არა მარტო მას, მომდევნო დღეებში გამჟღავნდება. ყველაფერი მისი ბრალია. აქ მოდიოდნენ ცნობილი ადამიანები, მიირთმევდნენ, ესალმებოდნენ, კოცნიდნენ 53 წლის ილიას მიხოს, შემდეგ მიჰყავდათ პატარა გოგო და უჩინარდებოდნენ. მათ შორის იყო ცნობილი ადვოკატი, სამი ხელოვანი, ორი პოლიტიკოსი და მღვდლებიც კი. თუ მათი სახელები არ გამჟღავნდება, მე გაგიმხელთ სულ მალე. მხოლოდ ასე დავიძინებ მშვიდად,” ამბობს ის.

ამავე გადაცემაში საუბრობს 53 წლის ილიას მიხოს მეზობელიც, რომლის თქმითაც, თავადაც გამხდარა მისგან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი და ისიც შეუნიშნავს, როგორ უყურებდა ხოლმე ბავშვებს, მაგრამ ვინაიდან არ ჰქონდა მტკიცებულებები, მისთვის მარტივი არ იყო ამ ყველაფრის პოლიციისთვის მოყოლა.

 

 

onalem

ტესტ