fbpx
კრიმინალი

მეხუთე დაკავებული 12 წლის გოგონას საქმეზე – მამაკაცი საჯარო საავადმყოფოს თანამშრომელია

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ გამოძიების საფუძველზე დააკავა 33 წლის მამაკაცი, რომელსაც 12 წლის გოგონას გაუპატიურება ედება ბრალად. ის უკვე მეხუთე პირია, რომელიც ამ საქმეზე დააკავეს და როგორც ირკვევა, საჯარო საავადმყოფოს ადმინისტრაციულ განყოფილებაში მუშაობდა.

აღნიშნული ამბის გავრცელებისთანავე საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრიმ დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება, აღნიშნული პირის გათავისუფლების პროცედურა დაწყებულიყო, შემდეგ კი, ის პროკურატურაში გადაიყვანეს.

33 წლის მამაკაცი ოფიციალურ ჩვენებას ხვალ მისცემს, თუმცა, პირველადი ცნობებით, აცხადებს, რომ გოგონამ კონტაქტისას უთხრა, რომ 17 წლის იყო და თავად დაიჯერა, რადგან ის არ ჰგავდა 12 წლისას.

onalem

ტესტ