fbpx
საბერძნეთი

მკაცრი კარანტინი: როგორ იმუშავებენ საჯარო უწყებები ხვალიდან, 11 თებერვლიდან?!

იქიდან გამომდინარე, რომ ხვალიდან, 11 თებერვლიდან, ატიკის რეგიონში მკაცრი კარანტინი შედის ძალაში და იხურება თითქმის ყველაფერი, ცვლილებები შეეხება საჯარო სამსახურებსაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების განყოფილების გენერალურმა მდივანმა, ვივი ხარალობაიანიმ ისაუბრა, თუ როგორ იმუშავებენ ხვალიდან ატიკის რეგიონში საჯარო უწყებები.

  • მოქალაქეებს საჯარო სამსახურები მოემსახურებიან მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელი მიზეზით, განსაკუთრებულ შემთხვევებში და მხოლოდ წინასწარ დანიშნული ვიზიტის ფარგლებში.
  • საჯარო სამსახურში იქნება პერსონალის მხოლოდ და მხოლოდ საჭირო ნაწილი ანუ არ იმუშავებს სრული შემადგენლობა.
  • თანამშრომლების მონაცვლეობით მუშაობა დასაშვებია.
  • სავალდებულოა რისკ ჯგუფებში შემავალი თანამშრომლების უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა.
  • სავალდებულოა სამუშაო გეგმის არსებობა.
  • სავალდებულოა, რომ საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლები ოფისებს ტოვებდნენ სამ სხვადასხვა საათზე.
  • იმ ბავშვების მშობლებს, რომლებიც დადიან დაწყებით და საშუალო სკოლებში, სამუშაო საათები შეუმცირდებათ 25%-ით.
  • ცხადია, პირბადეების ტარება სავალდებულოა, როგორც მომსახურე პერსონალის, ასევე კლიენტებისთვის, დახურულ და ღია სივრცეებში.

onalem

ტესტ