fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! ნიკოს ხარდალიასის საგანგებო ეთერი – ყველაფერი, ახალი ზომების შესახებ ატიკაში

რამდენიმე წუთის წინ ნიკოს ხარდალიასი საგანგებო ეთერით გამოვიდა და ახალი ზომების შესახებ კონკრეტული განცხადებები გააკეთა. მისი გამოსვლა აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც გუშინ საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ ატიკაში უმკაცრესი კარანტინის შესახებ დააანონსა, რომელიც 11 თებერვლიდან შევა ძალაში.

კერძოდ, ხვალიდან იკეტება:

  • მაღაზიები
  • სილამაზის სალონები
  • ყველა საფეხურის სკოლა
  • ეკლესიები
  • ესთეტიკური ცენტრები
  • ფრჩხილების მოსაწესრიგებელი სალონები
  • საბავშვო ბაღები.

ღია იქნება:

  • სუპერმარკეტები
  • სპეციალური სკოლები
  • აფთიაქები
  • სურსათის მაღაზიები
  • კიოსკები.

აკრძალულია:

გადაადგილება მუნიციპალიტეტიდან მუნიციპალიტეტში. თუმცა, დაიშვება გამონაკლისები:

  • სტუდენტებისთვის, რომლებმაც იქირავეს ბინები საკუთარ უნივერსიტეტთან ახლოს ანუ იმ მუნიციპალიტეტში, სადაც სწავლობენ და სურთ საცხოვრებლად იქ გადასვლა. (აღნიშნულს უნდა ადასტურებდნენ ოფიციალურად).
  • ჯანმთელობის სერიოზული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.
  • იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან სხვა მუნიციპალიტეტების მიმართულებით, სერიოზული სოციალური ცერემონიის გამო.
  • განქორწინებული მშობლებისთვის, რომლებიც მიდიან სხვა მუნიციპალიტეტში, შვილების მოსანახულებლად.

გადაადგილება დაიშვება დღის მანძილზე მხოლოდ 6 მიზეზით, SMS-ის გაგზავნით 13033-ზე.

კვირის დღეებში გადაადგილება აკრძალულია 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას 18:00 საათიდან 05:00 საათამდე, გამონაკლისები დაიშვება სამსახურეობრივი მიზეზით, ჯანმრთელობის მიზეზით, შინაური ცხოველის გასეირნების მიზნით გადაადგილების შემთხვევებში.

 

onalem

ტესტ