fbpx
საბერძნეთი

გაგრძელდება თუ არა კარანტინი ატიკაში თებერვლის შემდეგაც?! – 2 კვირას ექსპერტები არ მიიჩნევენ საკმარისად

ექსპერტთა საბჭოს წარმომადგენელთა განცხადებით, შეუძლებელია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მკაცრი კარანტინი, რომელიც ატიკის რეგიონში ხვალიდან შედის ძალაში, თებერვლის 28-ში დასრულდება.

“მკაცრი კარანტინი, რომელიც ამჟამად დაწესებულია თებერვლის ბოლომდე, შესაძლოა არ დასრულდეს თვის ბოლოს. აბსოლუტურად დასაშვებია, რომ გაზაფხულზეც ისევ ყველაფერი დაკეტილი იყოს. პატრასი გასული პარასკევის შემდეგ “ჩაკეტილია”, ახლა დაუყოვნებლივ გვჭირდება ზომები თესალონიკსა და მთლიანად ახაიაში. ისევე სწრაფად უნდა მოხდეს ზომების გატარება, როგორც ატიკაში მოხდა.

ატიკის რეგიონში მდგომარეობა არ არის ტრაგიკული, მაგრამ არის ძალიან შემაშფოთებელი. რომ გვქონდეს უკეთესი პირობები, ჰოსპიტალიზაციის მხრივ, უფრო მშვიდად ვიქნებოდით. კარანტინი აუცილებლად უნდა ზღუდავდეს ძალიან ბევრ აქტივობას და გადაადგილებას, რომ შედეგებზე გავიდეთ.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ვერავინ იტყვის დარწმუნებით, რომ კარანტინი არ დასრულდება ორ კვირაში,” აცხადებს ხარალამბოს გოგოსი.

onalem

ტესტ