fbpx
პოლიტიკა

“კარანტინი კარანტინში მთავრობის წარუმატებლობის მტკიცებულებაა” – ალექსის ციპრას

ალექსის ციპრასმა საკუთარ კაბინეტში ანტონი სროიტერს უმასპინძლა და ინტერვიუ მისცა. “სირიზას” პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა მთავრობის პოლიტიკა, რომელიც პანდემიის მართვას უკავშირდება.

“ჩანს, რომ წესდება კიდევ ერთი კარანტინი კარანტინის პირობებში. ნოემბრიდან ვართ ამ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, ჩანს ისიც, რომ ამ გარემოებებს არ აქვთ არანაირი შედეგი. თუ დღეს მთავრობის გადაწყვეტილება არის კარანტინის დაწესება უკვე არსებულ კარანტინში, მაშინ ეს მათი წარუმატებლობის მტკიცებულებაა.

ის რასაც მე ვხედავ არის, რომ სიტუაციამ, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ხალხი ძალიან დაღალა. უნდა ვაღიარო, რომ ვართ საგანგებო მდგომარეობაში, მთავრობა კი, დღის ბოლოს ფასდება არა იმით, თუ რამდენი გარდაცვლილია, არამედ იმით, თუ ზოგადად, რამდენად მინიმალური ხარჯით და დანაკარგით გადაიარა პანდემიამ.

კრიტიკული კითხვა არ არის ის, თუ რას გავაკეთებთ მაშინ, როცა მივალთ უკიდურეს ზღვრამდე, არამედ ის, თუ რას გავაკეთებთ იმისთვის, რომ იქამდე არ მივიდეთ. ძალიან დიდი ხნის მანძილზე ჩვენ აბსურდის თეატრის წინაშე ვდგავართ.

მე მჯერა, რომ ბატონი მიცოტაკი დაინფიცირებულია უკურნებელი დაავადებით, რომელსაც ძალაუფლება და ამპარტავნება ჰქვია. ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სრულიად სხვა ადგილას და სხვა სამყაროში იმყოფება,” ამბობს საბერძნეთის ყოფილი პრემიერი.

 

onalem

ტესტ