fbpx
პოლიტიკა

200.000 ახალი სამუშაო ადგილი და სახელმწიფოს ციფრულ სისტემაზე გადასვლა – მიცოტაკის 57 მილიარდ ევროიანი გეგმა

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, საზოგადოებას 57 მილიარდი ევროს ფარგლებში განსახორციელებლი გეგმა გააცნო. მისი თქმით, ეს არის კარგად დაგეგმილი და გააზრებული რუკა, რომელიც მოიცავს 170 ინიციატივას, ინვესიტიასა და რეფორმას.

“მთავარი ინიციატივები და რეფორმები არის სამუშაო ადგილების შექმნა და შესაბამისად, დასაქმების ზრდა,  სახელმწიფოს ციფრულ სისტემაზე გადასვლა, საზოგადოების ერთიანობის განმტკიცება და განვითარება, ჯანმრთელობისა და განათლების მიმართულებით.

ეს გეგმა მოიცავს მთელ საბერძნეთს და ეხება ყველა ბერძენს. ამ დროისთვის არსებობს მიზანი, რომ შეიქმნას 200.000 სამუშაო ადგილი, მომდევნო 6 წელიწადში საბერძნეთის ეროვნული შიდა პროდუქტი უნდა გაიზარდოს 7 ერთეულით. 

ვსაუბრობთ 57 მილიარდ ევროზე, რასაც ემატება ევროპიდან შემოსული რესურსი, 32 მილიარდი ევრო, სესხებისა და გრანტების სახით და 25 მილიარდი ევრო, რომელიც კერძო სექტორიდან მობილიზებული კაპიტალია.

ჩვენი გეგმის საფუძველია მუდმივი და კარგად აზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა. ყველა გეგმა, რომელიც საბოლოოდ დამტკიცდება, უნდა იყოს სრულყოფილი, რომ შესრულება მოხდეს. 

ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ინვესტიციები ჩაიდოს განათლების სფეროსა და სწრაფი ციფრული სერვისების შექმნაში, რომ სახელმწიფო საბოლოოდ გადავიდეს ციფრულ სისტემაზე,” აცხადებს კირიაკოს მიცოტაკი.

onalem

ტესტ