fbpx
საზოგადოება

ბერძენი ქალი AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა

ჯანდაცვის სამინისტროში დიდი შეშფოთება გამოიწვია 64 წლის ქალის გარდაცვალებამ, რომელსაც ილიონის ჯანმრთელობის ცენტრში AstraZeneca-ს მიერ წარმოებული წამლით ჩაუტარდა ვაქცინაცია.

ირკვევა, რომ ქალბატონი ვაქცინაციისთვის დანიშნულ დროზე მივიდა, გაიკეთა, შემდეგ, ექიმების რეკომენდაციით, რომელიც ყველას ეხება, 15 წუთის მანძილზე დარჩა ცენტრში. როცა აღნიშნული დრო გავიდა, ის სახლში წავიდა და დაახლოებით 30 წუთში ერთ-ერთ ახლომდებარე პარკში გონებადაკარგული იპოვეს.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი მობილიზდა და მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა სცადეს, თუმცა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროსა და ვაქცინაციის ეროვნული კომიტეტის ცნობით, ქალის გარდაცვალებასთან ვაქცინას არანაირი კავშირი არ აქვს და როგორც აცხადებენ, მას ჰქონდა სხვდასხვა დაავადებები.

სიკვდილის ზუსტი მიზეზების დასადგენად დანიშნულია სამედიცინო ექპერტიზა.

onalem

ტესტ