fbpx
საბერძნეთი

დიდი გაურკვევლობა საბერძნეთში – არა Click Away-სა და Shop Inside-ს – რას ველოდოთ მომდევნო კვირაში?

ამ დრომდე გაურკვეველია, გაიხსნება თუ არა საბერძნეთში მაღაზიები 5 აპრილისთვის. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ფაქტმა, რომ გუშინ საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად დიდი რიცხვი დაფიქსირდა.

ექსპერტები დღეს განიხილავენ საკითხს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და როგორი სახის იქნება გახსნა მომდევნო კვირიდან.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის გენერალური მდივანი, პანაიოტის სტაბულიდისი აცხადებს, რომ როდესაც მაღაზიები გაიხსნება, არ იმოქმედებს click away ან click in shop, რადგან როგორც ფიქრობენ, ეს ორი მეთოდი ამ ეტაპისთვის ვერ დაგვეხმარება.

“ამოქმედდება 13032, რომელზე გაგზავნილი SMS-იც ძალაში იქნება 3 საათით. ჩვენ ექსპერტთა საბჭოს მაქსიმალურად ვენდობით, აქედან გამომდინარე, როდესაც მათ მიერ მწვანე შუქი “აინთება”, გავიხსნებით, click away-სა და Shop Inside-ს გარეშე,” ამბობს სტაბულიდისი.

დღეს ან ხვალ ცნობილი გახდება, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ პროფესორები.

დადასტურებული ინფორმაციით, არ იგეგმება სავარჯიშო დარბაზების გახსნა.

onalem

ტესტ