fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძენი მამაკაცი 3 თვის ჩვილისთვის სიგარეტის მოწევინებას ცდილობდა

27 წლის ქალმა მიტილინის პოლიციაში იჩივლა… მისი თქმით, როცა თავისი სამი თვის ჩვილი სასეირნოდ გაიყვანა, მამაკაცი მიუახლოვდა და თავდაპირველად ბავშვს ეფერებოდა. დედას, ცხადია, ამაზე განსაკუთრებული რეაქცია არ ჰქონია, თუმცა, რამდენიმე წამში მამაკაცმა ჩვილ ბავშვს სიგარეტი მიადო და ცდილობდა ბავშვს ის პირში ჩაედო.

ქალი დაიბნა და ამასთანავე ძალიან გაბრაზდა. მაშინვე მოშორდა იქაურობას და მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები აღმოაჩნდა და წარსულში ფსიქიატრიულ კლინიკაშიც კი მკურნალობდა. ის ქალის საჩივრის საფუძველზე რამდენიმე ხანში დააპატიმრეს.

27 წლის ქალის ოჯახმა იმის გამო იჩივლა, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორებულიყო.

onalem

ტესტ