fbpx
საზოგადოება

რატომ არ საუბრობდა აკის პეტრეძიკი საკუთარ ქორწინებაზე?! – პირველი ინტერვიუ დაოჯახების შემდეგ

აკის პეტრეძიკის ქორწინება და ვაჟის შეძენა ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. ცნობილი შეფი არასოდეს გამოირჩეოდა სკანდალებით და პირადი ცხოვრება სააშკარაოზე არ გამოჰქონდა. მან ქორწინებისა და შვილის შეძენის შემდეგ პირველად ისაუბრა მედიასთან ამ თემაზე და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს არ მალავდა, უბრალოდ სურდა, რომ დიდი ხმაურის გარეშე ჩაევლო.

მან პასუხი გასცა კითხვასაც, თავად მოამზადა თუ არა კერძები საკუთარი ქორწილში და განმარტა, რომ ამ თემასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

“როდესაც გავიგე, რომ ბავშვს ველოდებოდით, პირველი რაც ვთქვი იყო, რომ აუცილებლად უნდა გვეპოვა დრო მისთვის. ბავშვს სჭირდება დრო, მასთან უნდა იყო, დაკავდე მასთან ურთიერთობით. წავედი და თმაც კი შევიჭერი, რადგან 15-20 წუთს ვანდომებდი ხოლმე მის გაშრობას, ადრე ტელეფონზე 2 საათის მანძილზე ვლაპარაკობდი დღეში, ახლა კი, მხოლოდ საჭირო ზარებს ვახორციელებ. 

სახლში მისვლისას მინდა ვიყო მშვიდი და ბედნიერი. როცა შევალ, უკვე აღარ არსებობს სამუშაო. როდესაც მეუღლეები ერთმანეთს სიმშვიდეს, დაცულობას და თანამეგზურობას სთავაზობენ, სხვა აღარაფერი გინდა, აღარაფერზე ფიქრობ. 

არასოდეს მიცდია, რომ ჩემი ურთიერთობა საგულდაგულოდ დამემალა ან ქორწილი საიდუმლოდ შემენახა, უბრალოდ მსურდა, რომ ამ ყველაფერს უხმაუროდ ჩაევლო. მინდოდა დღის ბოლოს მეთქვა: “დიახ, იცით რა, მე დავქორწინდი! ჩვენი პატარა მოვნათლეთ და ყველაფერი კარგადაა.”

ჩემს ქორწილში კერძების თემით საერთოდ არ დავკავებულვარ. აბსოლუტურად ყველაფერს კონსტანტინამ უხელმძღვანელა, რადგან ვუთხარი, რომ არ მინდოდა მსგავს თემებზე პასუხისმგებლობა ამეღო,” ამბობს პეტრეძიკი.

onalem

ტესტ