fbpx
საბერძნეთი

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში – რომელ დანაშაულებზე გამკაცრდება სასჯელი?!

იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია ΑΝΤ-თან მნიშნელოვანი განცხადებები გააკეთა და ისაუბრა საბერძნეთში კანონების გამკაცრების საკითხზე. როგორც უკვე ცნობილია, აღნიშნული საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ბოლო ერთი წლის მანძილზე ქვეყანაში ქალების და არა მარტო ქალების მიმართ ჩადენილმა დანაშაულებმა საზოგადოებაში დაუცველობის განცდა გააჩინა.

კოსტას ციარამ განაცხადა, რომ განიხილება საკითხები, სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ განმეორებითი ძარცვის ბრალდებები. ასევე, ყურადღება მიექცევა საგზაო წესების დარღვევათა ფაქტებს, რომლებსაც ადამიანთა სიცოცხლე ეწირება. ბოლოს მომხდარ მსგავს შემთხვევას 47 წლის დიმიტრის ასიმაკის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის ორი შვილის მამა იყო და შეკვეთების მიმტანად მუშაობდა.

“წარმოუდგენელია, რაც ბოლო პერიოდში საბერძნეთში ხდება. ეს ფენომენი მკვეთრ შეშფოთებას იწვევს და უდავოა, რომ ადამიანის მკვლელობისთვის ერთადერთი სასჯელი არსებობს! ეს არის სამუდამო პატიმრობა!” – თქვა მინისტრმა.

სასჯელის გამკაცრების საკითხები პარლამენტში განიხილება და კვირის ბოლომდე მოხდება კენჭისყრა.

onalem

ტესტ