fbpx
საბერძნეთი

“არ შეეხოთ წყალს, მოწამლულია” – დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ, ხალხი სერიოზული ინფექციური დაავადებების წინაშე დგას

საბერძნეთი უახლოესი წარსულის ყველაზე დამანგრეველი წყალდიდობის წინაშე დგას, მაშინ, როცა ლარისა ტალახშია ჩაფლული, ვოლოსის მოსახლეობა სრულიად უწყლოდ არის დარჩენილი უკვე მე-7 დღეა. გარდა იმისა, რომ ადამიანებს მატერიალური დანაკარგი აქვთ, ახლა რისკის ქვეშ დგას მათი ჯანმრთელობაც, რადგან ტალახიანი წყალი ინფექციურ დაავადებებს შეიცავს, მრავალგვარი დაბინძურების, დახოცილი ცხოველების გამო.

“ორი ძირითადი წყაროა, საიდანაც ინფიცირება შეიძლება მოხდეს – ერთი წყალი, ხოლო მეორე დახოცილ ცხოველებთან ნებისმიერი სახის კავშირი. მნიშვნელოვანია ადამიანებმა გაიგონ, რომ არ უნდა ჰქონდეთ არანაირი შეხება წყალთან, რომელიც დატბორვის შედეგად მოედინება. ეს წყალი პოტენციურად მოწამლულია და გარდა იმისა, რომ გადაიტანა უამრავი მასალები, შეიცავს დახოცილ მღრღნელებს, ცხოველებს. ცხადია, არავინ აპირებს ამ წყლის დალევას, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ არც კი უნდა შეეხოთ მათ, არ გამოიყენოთ არანაირი მიზნებისთვის, არც სარესტავრაციო სამუშაოების შესასრულებლად,” ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

როგორც ირკვევა, ამ დროისთვის მიმდინარეობს ყველა შესაბამისი შემოწმება და ექსპერტიზა, რათა წყლის შემცველობა დადგინდეს.

რაც შეეხება თავად იმ წყალს, რომელიც ონკანებში მოდის, ვოლოსის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს არ არის სასმელი წყალი, არც საბანაოდ განკუთვნილი წყალი, არამედ მხოლოდ სახლში გარკვეული ნივთების გასაწმენდად გამოყენებადი.

onalem

ტესტ