fbpx
საბერძნეთი

“10 თვე მხოლოდ ერთ საჭმელს მიირთმევდა” – ნატალია გერმანუ ანა ვისის დიეტის შესახებ

ანა ვისიმ ბოლო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ საკუთარ გარეგნობაზე განსაკუთრებულ ყურადღებას არ ამახვილებს, თუმცა, უკვე დიდი ხანია ცდილობს, რომ მის რაციონში ბევრი ხილი და ბოსტნეული იყოს.

ნატალია გერმანუს საშუალებით კი, გავიგეთ, რა ხერხს მიმართა ცნობილმა მომღერალმა ძალიან ბევრი წლის წინ იმისთვის, რომ ის შედეგი მიეღო, რასაც ახლა ვხედავთ. ვისი 64 წლის არის და მისი კანიცა და სხეულიც არაჩვეულებრივად გამოიყურება.

როგორც გერმანუ ამბობს, ახსოვს მომენტი, როდესაც ანას ნიკოს კარველამ “ღორი” დაუძახა, რადგან მიირთმევდა საკმაოდ ბევრს და არ იყო დაკავებული ვარჯიშით. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ ანამ გადაწყვიტა, რომ თავისი გარეგნობა სრულიად შეეცვალა და 10 თვის მანძილზე მხოლოდ ერთ საკვებს მიირთმევდა, ეს იყო ქათამი ბრინჯითა და ბროკოლით. ასევე დარბოდა დილა-საღამოს, მინიმუმ 1 საათი.

ვისის 1996 წლის შემდეგ ვარჯიში აღარასოდეს შეუწყვეტია.

onalem

ტესტ