fbpx
საზოგადოება

ბაბის ანაგნოსტოპულო ბრიტანელ პროდიუსერებს უჩივის, რომელთაც კაროლაინის მკვლელობის შესახებ ფილმს უხელმძღვანელეს

გავრცელებული ინფორმაციით, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ხარალამბოს ანაგნოსტოპულო ბრიტანელ პროდიუსერებს უჩივის, რომელთაც ანაგნოსტოპულოს მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ფილმის გადაღებას უხელმძღვანელეს.

საუბარია დოკუმენტურ ფილმზე, სახელად: “მკვლელობა, რომელმაც მსოფლიო მოატყუა”, რომელიც აღწერს ცოლ-ქმრის ურთიერთობას, ანაგნოსტოპულოს მოქმედებებს დანაშაულიდან 37 დღის მანძილზე, ვიდრე ის დანაშაულს აღიარებდა და პოლიციას გაჰყვებოდა.

ანაგნოსტოპულოს ადვოკატი, ალექსანდროს პაპაიოანიდი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან გაბრაზებულია, რადგან ეს ფილმი ბაბის ოჯახისთვის დიდი კატასტროფაა. ის სრულიად გონივრულს უწოდებს ფაქტს, რომ პატიმრობაში მყოფმა პროდიუსერებს მორალური ზიანისთვის უჩივლოს.

onalem

ტესტ