fbpx
საზოგადოება

ათენი: ქალაქში მოძრავ ავტობუსს, N608, ცეცხლი გაუჩნდა

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით, ათენის ავტობუსს, N608, ცეცხლი გაუჩნდა.

ზოგრაფუ-ღალაცის მარშრუტით მოძრავი ავტობუსის უკანა ნაწილში ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როდესაც პანეპისტიმიუს ქუჩაზე იმყოფებოდა. როგორც აღმოჩნდა, დაზიანება არსებობს ძრავაში, რამაც ცეცხლის გაჩენა გამოიწვია.

არსებული ცნობებით, ტრანსპორტიდან ყველა მგზავრი მშვიდობით ჩამოვიდა, ავტობუსი კი სადგომზე გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა, როგორც ჩანს, ამ პრობლემების მოგვარებას ათენის მუნიციპალიტეტი აყოვნებს.

onalem

ტესტ