fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ვშიშობ, რომ ახალი წელი “მოიტანს” 5.000 ინფიცირებულს და 15.000-მდე გარდაცვლილს” – ახილეას გრავანისის პროგნოზი

კრეტას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორმა, ახილეას გრავანისმა გამოთქვა შიში, რომ სადღესასწაულო პერიოდში მოდუნება და უდარდელად ყოფნა შესაძლოა მომდევნო თვეებში საბერძნეთს ძალიან ძვირად დაუჯდეს.

“რაც უფრო მალე გააცნობიერებს მოსახლეობა, ეკლესია და სახელმწიფო საკუთარ პასუხისმგებლობას, მით ნაკლები დანაკარგი გვექნება. აგვისტოში მოდუნება, სკვერებში შეკრებები და ხალხმრავალი წვეულებეი გახდა მიზეზი, რომ სექტემბერში და ოქტომბერში ინფიცირებულთა რაოდენობამ იმატა და ნოემბერში კიდევ ერთი კარანტინი გახდა საჭირო.

ახლა კი, დეკემბერში, გვაქვს 1.000-1.300 ახალი შემთხვვეა დღეში და საკმაოდ უდარდელად ვართ. ეს რიცხვები არ მცირდება სწრაფად. ვშიშობ, რომ 2021 წელი მოიტანს მესამე ტალღას და ყოველდღიურად 5.000 ინფიცირებულს, გარდაცვლილთა რიცხვი კი 15.000-მდე გაიზრდება.

ვაქცინას სჭირდება 35-40 დღე, რომ ადამიანს გამოუმუშავდეს იმუნური სისტემა.

უნდა გვახსოვდეს, რომ არ ჩავვარდეთ სადღესასწაულო ეიფორიაში, რადგან ვაქცინასთან ერთად 2021 წელს გვექნება სხვა სეზონური დაავადებებიც,” განაცხადა ახილეას გრავანისმა.

onalem

ტესტ