fbpx
საბერძნეთი

ათენი: 47 წლის ემიგრანტი მამაკაცი ლარისის სადგურთან მოკლული იპოვეს – მსხვერპლს ეტყობა წამების კვალი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში, კერძოდ, სტათმო ლარისის სადგურთან, 47 წლის მამაკაცი სასტიკად მოკლული იპოვეს. როგორც ირკვევა, მამაკაცი პაკისტანიდან არის და ემიგრაციაში რამდენიმე წელი იმყოფებოდა. ცხედარი ელექტრო ნივთების ერთ-ერთი მაღაზიის უკან მდებარე ოთახში იპოვეს, სადაც ცხოვრობდა.

გამოძიების მასალების მიხედვით, პაკისტანელს ჭრილობები მიყენებული აქვს ცივი იარაღით, მუცლისა და კიდურების არეში. აშკარაა, რომ ის აწამეს მანამდე, სანამ სასიკვდილო ჭრილობებს მიაყენებდნენ, ანუ ჯერ დაჭრეს ხელების არეში, ხოლო შემდეგ მუცლის არეში, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა.

პირველადმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მკვლელობა გუშინ შუადღეს მოხდა, პოლიცია ვარაუდობს, რომ დამნაშავე მისი ახლო გარემოცვიდან არის.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, რათა გაირკვეს მკვლელის ვინაობა და დანაშაულის ჩადენის მოტივი.

onalem

ტესტ