fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“მინდა რესტორანი გავხსნა, სადაც უსახლკაროები მიირთმევენ, რადგან მეც უსახლკარო ვიყავი” – ზაჰირი

ბერძნული Master Chef-ის მონაწილე, ზაჰირ იავარი, რომელიც სხვა მონაწილეებთან ერთად რომში ვერ გაემგზავრა, ლეონიდას კოსტოპულომ რესტორანში წაიყვანა და მათ არაჩვეულებრივი საღამო გაატარეს. როცა მსაჯმა ზაჰირს ჰკითხა, თუ რა იყო მისი ყველაზე დიდი სურვილი, მან უპასუხა, რომ უნდა გახსნას რესტორანი, სადაც კვირაში ერთხელ უსახლკარო ადამიანები მიირთმევენ.

“გავხსნიდი რესტორანს, რომელიც კვირაში ერთ დღეს უსახლკაროებს უმასპინძლებს, მოვლენ და მიირთმევენ. მეც უსახლკარო ვიყავი, ეს ცხოვრება გავიარე და ეს ჩემში დარჩა წარსულიდან, ამიტომ მინდა რამე ასეთი გავაკეთო. Master Chef მომავალში დამეხმარება. უკვე ვგრძნობ, რომ ახლოს ვარ ჩემს ოცნებასთან. ვამბობდი, რომ ჩემი ოცნებები არასოდეს ახდებოდა, მაგრამ ახლა, იმედი ჩამესახა,” ამბობს ზაჰირი.

onalem

ტესტ