fbpx
საბერძნეთი

სინოპტიკოსები მომდევნო საათებს კრიტიკულად აფასებენ – ატიკაში თოვა შუადღიდან საღამომდე

მიუხედავად იმისა, რომ ათენის ცენტრში ახლა მზე ანათებს, სინოპტიკოსთა პროგნოზის მიხედვით, მომდევნო საათები კრიტიკულად ფასდება. ატიკის ჩრდილოეთი გარეუბნები თეთრად არის შემოსილი და როგორც ირკვევა, კლიმატური ფენომენი “ბარბარა”, თოვის გაძლიერებას გამოიწვევს შუადღიდან საღამომდე.

რეგიონები, რომლებიც ყველაზე მეტად “ზარალდება” არის: ატიკა, ვიოტია, ფთიოტიდა, სადაც უამინდობა სამშაბათსა და ოთხშაბათსაც შენარჩუნდება, თუმცა, ეტაპობრივად შესუსტდება.

სინოპტიკოსი, პანაიოტის იანოპულო აცხადებს, რომ ათენის ცენტრში “სირთულეებმა უკვე ჩაიარეს”, მაგრამ ატიკის ჩრდილოეთით თოვა ისევ მოსალოდნელია, განსაკუთრებით ღამით. მაგალითად ეკალში და დიონისოში.

ზოგადად, მიმდინარე კვირაში დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება, მინიმუმ ხუთშაბათამდე.

onalem

ტესტ