fbpx
საბერძნეთი

ატიკის რეგიონში “ზორბას” გამო გზები გადაკეტილია – სახანძრო სამსახურში შესულია 1000-ზე მეტი ზარი

ციკლონისგან გამოწვეული პრობლემები კვლავ აქტიურ ფაზაშია. გავრცელებული ინფორმაციით, წყალდიდობის გამო გადაკეტილია ატიკის რეგიონის ცენტრალური გზები. სახანძრო დეპარტამენტმა მხოლოდ დღეს დილის 06:00 საათიდან 30-მდე ზარი მიიღო, სახლებიდან წყლის ამოტუმბვის და ხეების მოჭრის თხოვნით, რომლებიც ქარმა წააქცია. რთული ვითარება ფიქსირდება ძირითადად მეღარაში, კალითეაში, კიფისიაში, აგია პარასკევსა და მოსხატოში.

საგზაო პოლიციის ინფორმაციით, სტავროს ნიარხოს მიმდებარე ტერიტორია სრულიად დაკეტილია. ასევე, ელევსინა-თივას ცენტრალური გზის მე-5 კილომეტრი, ათენი-კორინთის ცენტრალური გზა, 38-ედან 57-ე კილომეტრამდე.

აღსანიშნავია, რომ გუშინ მოსახლეობა სახანძრო სამსახურში რეკავდა, არა მხოლოდ წყლის ამოტუმბვის, არამედ თავად ხალხის უსაფრთხოდ გადაყვანის თხოვნით. შესული ზარების საერთო რაოდენობა 162-ს უდრის ატიკაში, კორინთიაში 543, 111 არგოლიდაში, 102 მესინიაში, 60 ლაკონიაში და 40 ევიაში.

onalem

ტესტ