fbpx
საბერძნეთი

მკვლელობა ხალკიდიკიში: ქალს, რომელსაც მეუღლემ ესროლა, განქორწინება და ბავშვების წაყვანა უნდოდა

ხალკიდიკიში დღეს დილით მომხდარმა ამბავმა საზოგადოება შეძრა. ამ ამბის ყველაზე ტრაგიკული ფიგურა 8 წლის ბიჭია, რომელმაც დაინახა, როგორ ესროლა ოთხჯერ მამამისმა დედას და შემდეგ როგორ მოიკლა თავი. ალბათ, არაფერია ამაზე უარესი, რაც შეიძლება ბავშვმა ნახოს. მასთან მუშაობენ სპეციალისტი ფსიქოლოგები და იპოკრატიოს საავადმყოფოს ექიმები.

როგორც ირკვევა, წყვილს შორის ხშირად იყო ჩხუბი და დაპირისპირება, წინასწარი ცნობებით კი, 36 წლის ქალს მეუღლესთან განქორწინება და ბავშვების თან წაყვანა უნდოდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ 39 წლის დიმიტრის კეფალამ თავზე კონტროლი დაკარგა, ბავშვის ოთახში მეუღლეს ოთხჯერ ესროლა, სასიკვდილოდ დაჭრა, ხოლო შემდეგ თავადაც მოისწრაფა სიცოცხლე.

მედიის ცნობით, წყვილს მეორე ბავშვიც ჰყავს, 12 წლის გოგონა, რომელიც მკვლელობის დროს ბებიის სახლში იმყოფებოდა.

იხილეთ კადრები სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან:

onalem

ტესტ