fbpx
საბერძნეთი

ბერძენი ცოლ-ქმარი სანტორინზე სახლებს ქურდავდა – მათი “ნადავლი” 7,500 ევრო და დიდი რაოდენობის ძვირფასეულობაა

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა ბერძენი ცოლ-ქმარი, რომელიც პოპულარულ სანტორინზე სახლებს ქურდავდა და ნადავლის მოგროვების შემდეგ პირეაზე აპირებდა დაბრუნებას, თუმცა, გეგმა სისრულეში ვერ მოიყვანა.

როგორც ირკვევა, ისინი კუნძულ ნაქსოზე დააკავეს, ვინაიდან გემით ათენში ბრუნდებოდნენ და გზად ეს კუნძული უნდა გაევლოთ.

საქმის მასალების მიხედვით, წყვილი სარგებლობდა შემთხვევებით და მინიმუმ ოთხი სახლი გაქურდა. მათ მიერ წაღებული თანხის რაოდენობა 7,500 ევროა, ხოლო ამას გარდა, იპარავდნენ ოქროსა და სხვადასხვა ძვირფასეულობას. მათი ქმედებები ერთ-ერთი სახლის პატრონმა შენიშნა და პოლიციას აღწერილობა მისცა. ბერძნებს ეგონათ, რომ გემზე ასვლით დაკავებას თავიდან აიცილებდნენ, თუმცა, ინფორმაციის გადაცემის საშუალებით, ნაქსოზე დააკავეს.

ორივე მათგანს თანხაც და ძვირფასეულობაც თან ჰქონდა და ადგილზევე ამოიღეს, ხოლო დაკავებულები ნაქსოს პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც ბრალს წაუყენებენ.

onalem

ტესტ