fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბავშვი მოკლული დედის მკლავებში იპოვეს დაშავებული – ხალკიდიკიში მომხდარი ტრაგედია

ბერძნული მედია ავრცელებს კადრებს, თუ ვინ არის ხალკიდიკიში მეუღლის მიერ მოკლული ქალი. როგორც ექსპერტიზამ დაასკვნა, ის პირველი გასროლით არ გარდაცვლილა, შესაბამისად, დიდი ტანჯვა განიცადა, ვინაიდან მომდევნო სამი გასროლით სხეულის სხვადასხვა ნაწილებში მიიღო დაზიანებები: სახე, ზურგი, კისერი. ქმარი მას მისდევდა და ისე ესროდა, ხოლო ამ ყველაფერს უყურებდა მათი 8 წლის ბიჭი, რომელიც ასევე დაშავდა.

როგორც მედია იუწყება, ბავშვს რთული ოპერაცია ჩაუტარდა იპოკრატიოს საავადმყოფოში, რადგან გასროლების შედეგად მანაც მიიღო სერიოზული დაზიანებები. ბიჭმა მინიმუმ 5 საათი გაატარა გარდაცვლილი მშობლების გვერდით და საბოლოოდ, დედის მკლავებში იპოვეს, დაშავებული.

იპოკრატიოს საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ, რომ შეძრულები არიან მომხდარით და გააკეთებენ შეუძლებელს, რომ ბავშვს დაეხმარონ არა მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით, არამედ ფსიქოლოგიურადაც.

მცირეწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, რეაბილიტაციას გარკვეული დრო დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ცოლ-ქმარი ბოლო პერიოდში მუდმივად ჩხუბობდა და ქალს განქორწინება და ბავშვების თან წაყვანა სურდა, სწორედ ამ ყველაფერს მოჰყვა ფატალური შედეგი, მამაკაცმა ჯერ მას ესროლა, ხოლო შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

onalem

ტესტ