fbpx
საბერძნეთი

15 ნოემბრიდან ტრანსპორტში უქმდება ქაღალდის ბარათი, ეტაპობრივად იკეტება ბარიერები

ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები ყველაზე კრიტიკულ მომენტში შედის. 15 ნოემბრიდან ოქტომბრის თვის ქაღალდის ბარათები უქმდება და მოსახლეობა მეტროთი, ელექტრო მატარებლით (ტრენო) და გარეუბნების მატარებელით მგზავრობას მხოლოდ ელექტრონული ბარათებისა და ბილეთების საშუალებით შეძლებს. 16 ნოემბრიდან კი ძველი ქაღალდის ბილეთებიც გაუქმდება.

მგზავრებს ბარათებისა და ახალი ელექტრონული ბილეთების აღება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სალაროებში შეუძლიათ. OASA მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ გადააგდონ უკვე შეძენილი ელექტრონული ბილეთები, რადგან მათზე თანხის ჩარიცხვა კიდევ შესაძლებელია.

ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ისინი პროცესის დროში გაწელვას აღარ აპირებენ, რადგან ყოველწლიურად ქაღალდის ბარათების გაცემის გამო შემოსავლის დიდი ნაწილი დაკარგეს.

დაზუსტებული ინფორმაციით, 20 ნოემბრისთვის უკვე ყველა მეტროსა და ელექტრო მატარებლის სადგურში ეტაპობრივად დაიკეტება ბარიერები და თითოეულ სადგურში იქნებიან თანამშრომლები, რომლებიც მგზავრებს აუხსნიან, თუ რა უნდა გააკეთონ, დაბნეულობის შემთხვევაში.

ელექტრონული ბარათების გაცემა კვლავ მიმდინარეობს. ΣΤΑ.ΣΥ.-ის ინფორმაციით, გაცემული ბარათების რაოდენობა 32, 000 აღწევს.

onalem

ტესტ