fbpx
საბერძნეთი

2024 წლის 1-ლი აპრილიდან საბერძნეთში ფინანსური დახმარებების თანხაც გაიზრდება

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში 1-ლი აპრილიდან მინიმალური ხელფასი იზრდება და სავარაუდოდ იქნება 800 ევროზე მეტი. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული თანხები ჯერ ცნობილი არ არის, ვინაიდან დეტალური ინფორმაცია 22 მარტის შემდეგ გამოქვეყნდება, მედია იუწყება, რომ გაიზრდება სხვადასხვა ფინანსური დახმარებების რაოდენობაც.

კერძოდ, საუბარია სპეციალურ შემწეობაზე, სეზონურ სამსახურებში მომუშავეთათვის, ტურიზმის, მშენებლობისა და კვების მრეწველობაში დასაქმებულ ადამიანებზე. ასევე, პროგრამებს, რომლებში მონაწილეობაც არის ანაზღაურებადი, ექნებათ გაცილებით მეტი ბიუჯეტი, იგულისხმება ΔΥΠΑ-ს სემინარებზე, რომლებსაც შეგიძლიათ დაესწროთ სხვადასხვა პროფესიული განვითარების კუთხით და აიღოთ აღნიშნულში ანაზღაურება.

ასევე გაიზრდება უმუშევრობის დახმარებაც უმუშევრების კონკრეტულ კატეგორიებზე.

ამჟამად მინიმალური ხელფასი უდრის 780 ევროს, დაზღვევასთან ერთად, რაც ნიშნავს, რომ თანამშრომელი ხელზე სუფთად იღებს 670 ევრომდე, 2023 წელს აღნიშნული ცვლილებების გატარების შემდეგ შეიცვალა ფინანსური დახმარებების თანხაც, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ იგივე მოხდეს 2024 წლის 1-ლი აპრილიდანაც, ხოლო დეტალური ინფორმაცია მარტის თვის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

onalem

ტესტ