fbpx
საბერძნეთი

1,5 მილიონი ევროს მიმოქცევა ეგვიპტელი მამაკაცის ანგარიშებზე – 500.000 ევრო კი, ბერძნულ ბანკში

ბერძნული მედია სკანდალური დეტალების შესახებ იუწყება, რომელიც გლიფადაში გემთმფლობელთა ოჯახის წევრების მკვლელობას ეხება, მათივე ყოფილი თანამშრომლის, 76 წლის ეგვიპტელი მამაკაცის მიერ.

ვრცელდებოდა უამრავი ინფორმაცია, რომ მას უნდოდა კარნესების ოჯახს მისთვის სახლი გადაეცა და სამსახურში დაებრუნებინათ, თუმცა, უარის მიღებამ თავზე კონტროლი დააკარგვინა. ცნობილი გახდა, რომ ეგვიპტელი სულაც არ იყო ფინანსურად ცუდ მდგომარეობაში და მის საბანკო ანგარიშებზე იყო დიდი რაოდენობით თანხების მიმოქცევა.

კონკრეტულად, მას ბერძნულ ბანკში ჰქონდა 500.000 ევრო, ხოლო შვეიცარიული ბანკის ანგარიშზე დაახლოებით 1,5 მილიონი ევრო, ანგარიშის თანამფლობელი იყო მისი დაც.

როგორც გაირკვა, ბერძნული ბანკის ანგარიშზე ჩაერიცხა ის თანხაც, რომელიც კარნესებმა გადასცეს როგორც კომპენსაცია, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ. ეგვიპტელი მამაკაცის მთავარი სამიზნე, საქმის მასალების მიხედვით, იყო მარია კარნესი, რომელსაც უშუალოდ ესაუბრა და სთხოვდა დაებრუნებინა, მაგრამ უარით გაისტუმრა და სწორედ ამის შემდეგ გაუხსნა ცეცხლი და თავის არეში ესროლა ქალს ეგვიპტელმა.

დანარჩენი ორი მსხვერპლი არიან ანტონის ვლასაკი, რომელსაც მაღალი თანამდებობა ეკავა კომპანიაში და ასევე, კაპიტანი.

onalem

ტესტ