fbpx
საბერძნეთი

როდის უწევს საბერძნეთში “ციკნოპემპტი” 2024 წელს და არის თუ არა ოფიციალურად დასვენების დღე?!

2024 წელს “ციკნოპემპტი”, როცა მთელი საბერძნეთის მასშტაბით ხორცს განსაკუთრებული მონდომებით წვავენ ყველგან, 7 მარტს უწევს, ტრადიციულად, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე “სუფთა ორშაბათი” დადგება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნავენ, “ციკნოპემპტი” არ არის ოფიციალურად უქმე დღე და ყველა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

რაც შეეხება “სუფთა ორშაბათს”, უწევს 18 მარტს და არც ეს დღეა ოფიციალურად უქმე კერძო სექტორისთვის, თუმცა, დაწესებულებების უმეტესობა, დაკეტილია და შესაბამისად, თანამშრომლებიც ისვენებენ.

ამის შემდეგ მოდის შემდეგი უქმეები:

25 მარტი
1-ლი მაისი

2024 წლის აღდგომა:

წითელი პარასკევი – 3 მაისი (შესაძლოა კონკრეტულმა დაწესებულებებმა იმუშაონ შუადღის შემდეგ)
დიდი შაბათი – 4 მაისი
აღდგომის კვირა – 5 მაისი
აღდგომის ორშაბათი – 6 მაისი.

სულიწმინდის დღე – 24 ივნისი
ღვთისმშობლობა – 15 აგვისტო
“ოხის დღე” – 28 ოქტომბერი

შემდეგ კვლავ 25 და 26 დეკემბერი.

onalem

ტესტ