fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

დაფნი: ორმაგი ბრალდება 52 წლის მამაკაცს, რომელმაც 22 წლის სტუდენტი გააუპატიურა

საქმე ეხება მამაკაცს, რომელიც 2017 წლის მაისში 22 წლის სტუდენტი სახლში მოტყუებით მიიყვანა, დააბა და გააუპატიურა. ის გაასამართლეს, თუმცა, ახლა დამატებითი ბრალდებები წაუყენეს.

პოლიციამ საფუძვლიანი გამოძიება ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი ირწმუნებოდა, რომ ეს ყველაფერი გოგონას სურვილის შესაბამისად ხდებოდა, დააპატიმრეს. ის გასულ ხუთშაბათს სასამართლოზე კვლავ გამოცხადდა და დანაშაულთან დაკავშირებით სინანული გამოთქვა, თუმცა, კვლავ ციხეში დააბრუნეს.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებული თავდაპირველად ყველაფერს უარყოფდა და აცხადებდა, რომ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

ახლა კი ის ციხეში ორმაგი ბრალდებით იმყოფება: გაუპატიურებისა და ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის ფლობისთვის.

მისი პერსონალური ნივთების ჩხრეკისას, გარდა სახლში ჩაკეტილი 22 წლის სტუდენტის ვიდეოებისა, პოლიციამ დიდი რაოდენობით პორნოგრაფიული მასალა აღმოაჩინა.

onalem

ტესტ