fbpx
საბერძნეთი

სამსახურის ციფრული ბარათები 2024 წლის 1-ლი აპრილიდან – ვისთვის ხდება სავალდებულო?!

შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ცდილობს ციფრული სამუშაო ბარათის ყველა პროფესიული საქმიანობის სფეროზე გავრცელებას 2024 წლის ბოლომდე. სამინისტროს გეგმის მიხედვით, მომდევნო პერიოდში იგეგმება აღნიშნული ღონისძიების გავრცელება ტურიზმისა და კვების სფეროს ბიზნეს დაწესებულებებში.

ამა წლის 1-ლი იანვრიდან ციფრული სამუშაო ბარათების დანერგვა სავალდებულო გახდა ბიზნესისთვის, რომელთა საქმიანობაც ინდუსტრიულ სექტორს ეკუთვნის, ასევე, მათთვის, ვისი ძირითადი საქმიანობაც საცალო ვაჭრობაა.

იმ დაწესებულებების რიცხვი, რომელთა თანამშრომლებისთვისაც სავალდებულო იქნება ბარათების ქონა, 1-ლი აპრილიდან, შემდეგ კი, 2 მაისიდან, კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან აღნიშნული უნდა გავრცელდეს ყველა სფეროზე.

საინტერესოა, რომ 13 მაისიდან ციფრული ბარათების ქონა სავალდებულო გახდება იმ ბიზნესში, რომელსაც ჰყავს 10-მდე თანამშრომელი.

ციფრული ბარათის მეშვეობით მოხდება სამუშაო საათების შესაბამისი აღრიცხვა, რათა თანამშრომლის უფლებები დაცული იყოს და არ გახდეს დამსაქმებლის მხრიდან უსამართლობის მსხვერპლი, რაშიც იგულისხმება, რომ ამუშაოს ზედმეტი საათები და არ გადაუხადოს არც შესაბამისი ანაზღაურება და არც დაზღვევის თანხა.

onalem

ტესტ