fbpx
საბერძნეთი

“მარტის პირველი რიცხვებიდან სუპერმარკეტებში ფასების კლება შესამჩნევი გახდება” – განვითარების სამინისტრო

საბერძნეთის განვითარების სამინისტროს მიერ მიღებული ზომებიდან გამომდინარე, კეთდება პროგნოზები, რომ მარტის თვის დასაწყისიდან მოსახლეობამ სუპერმარკეტებში ფასების ცვლილება უნდა შენიშნოს და ეს ყველაფერი მათ ჯიბეზე ნელ-ნელა აისახება.

აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმებიან თავად სავაჭრო სფეროს წარმომადგენლებიც და აღნიშნავენ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ნელ-ნელა სუსტდება, იკლებს და გამომდინარე აქედან ფასებიც დასტაბილურდება. მოსახლეობისთვის მომდევნო თვიდან უკვე შესამჩნევი იქნება, რომ სალაროსთან მისვლისას გაცილებით ნაკლებ თანხას გადაიხდის იმ პროდუქტებში, რომლებსაც აქამდე ძვირად ყიდულობდა.

სამინისტროს მიერ ბოლოს მიღებული ერთ-ერთი ზომა უკავშირდება იმ პროდუქტებზე ფასის მატების აკრძალვას, რომლებსაც უახლოეს დღეებში ვადა გაუვათ, მომხმარებლისთვის ასეთი პროდუქტები მაქსიმალურად დაბალ ფასში უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ასეთ პროდუქტებზე განთავსდება სპეციალური აბრები, რაც ნიშნავს, რომ ბევრად მარტივად გასაგები იქნება მომხმარებლისთვის, რომელი მათგანია ყველაზე იაფი.

აღნიშნული სულ 44 სახეობის პროდუქტი იქნება, ხოლო ვადის გასვლის თარიღში იგულისხმება მომდევნო 30 დღე.

 

onalem

ტესტ