fbpx
საბერძნეთი

კერკირასთან დამწვარ გემზე 10 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება – ბერძნები მგზავრებს შორის

დღეს გამთენიისას კუნძულ კერკირასთან დამწვარი გემიდან 10 ადამიანი გაუჩინარებულად ითვლება, ხოლო 2 ჯერ კიდევ ბორტზეა მომწყვდეული. ორივე მათგანი ბულგარეთის მოქალაქეა, ისინი კონტაქტურები არიან მაშველებთან.

ბოლო ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 290 ადამიანიდან 21 მათგანი საბერძნეთის მოქალაქეა. ხელმძღვანელობა იუწყება, რომ ჯერჯერობით რაიმე ოფიციალური განცხადების გაკეთება ძალიან ადრეა, რადგან ცდილობენ ზუსტი ინფორმაცია მიიღონ არსებული მდგომარეობის შესახებ.

როგორც უკვე ცნობილია, გემიდან მგზავრები სამი სამაშველო ნავით გამოიყვანეს და კერკირაზე გადაიყვანეს. მედიასთან საუბრისას ზოგიერთი გადარჩენილი გამოხატავდა შიშს, რომ შესაძლოა ყველა ადამიანმა ვერ მოახერხა გამოსვლა, რადგან რამდენიმე მძღოლს ავტოსადგომზე მანქანებში ეძინა.

onalem

ტესტ