fbpx
საბერძნეთი

10-დან 8 ბერძენს კომუნალური გადასახადების გადახდა არ შეუძლია – 2024 წელი იმედების გარეშე

როგორც Economist-ის გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით ირკვევა, ბერძნები არც თუ ისე ოპტიმისტურად უყურებენ ახალ 2024 წელს. ეკონომიკური კრიზისიდან 10 წლის შემდეგაც კი, საბერძნეთი ერთ-ერთი პირველია ევროპაში იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოქალაქეების ნახევარზე მეტს კომუნალური გადასახადების გადახდაც კი უჭირს.

საბერძნეთის მაჩვენებელი ევროკავშირის მასშტაბით ძალიან დაბალია, მაშინ, როცა 27 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი 62%-ია, საბერძნეთის მოსახლეობის მხოლოდ 14% აცხადებს, რომ არასოდეს ან თითქმის არასოდეს უჭირდა გადასახადების გადახდა.

საბერძნეთის მოსახლეობის 36% აცხადებს, რომ მეტწილად უჭირს კომუნალური გადასახადების დაფარვაც კი, ხოლო 50% აცხადებს, რომ ხანდახან აწყდება მსგავს პრობლემას.

ამას გარდა, მოსახლეობის 66% ვარაუდობს, რომ 2024 წელს ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, 24% აცხადებს, რომ ვითარება იგივე დარჩება, ხოლო მხოლოდ 9% თვლის, რომ იქნება შედარებით უკეთესობა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ბერძნების 65% თვლის, რომ მის მოსაზრებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნისთვის.

onalem

ტესტ