fbpx
პოზიტივი

დიმიტრა კაცაფადუმ ავადმყოფ ბავშვებს 100.000 ევრო გადასცა: “ღმერთმა საკუთარი შვილი არ მომცა, მაგრამ ვცდილობ სურვილები ავასრულო”

დიმიტრა კაცაფადუმ უკვე დიდი ხანია მოიგო საზოგადოების გული საკუთარი განუსაზღვრელი სიკეთითა და სულგრძელობით, მაგრამ მუდმივად ცდილობდა, რომ საკუთარი ქმედებები საჯაროობის მიღმა დარჩენილიყო. ამჯერად ქიმიკოსმა და წარმატებული კომპანიის მფლობელმა და დამფუძნებელმა ცრემლი ვერ შეიკავა, როცა ფეი სკორდას პირდაპირ ეთერში დაუკავშირდა და განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებისთვის 100.000 ევროს გადარიცხავს.

ფილანთროპული ორგანიზაცია, რომლის შესახებაც ფეი საუბრობდა, არის Make-A-Wish (Κάνε-Μια-Ευχή Ελλάδος), რომელიც მძიმე დაავადებების მქონე ბავშვებზე ზრუნავს, კაცაფადუმ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში გადაწყვიტა უზარმაზარი რაოდენობის თანხის გადარიცხვა და ეს არ არის პირველი შემთხვევა.

“La vie en rose და მე გავიღებთ 100.000 ევროს ამ ბავშვებისთვის, რადგან ბევრ მათგანს ვიცნობ და მათ შორის ვცხოვრობ. ღმერთმა საკუთარი შვილი არ მომცა, მაგრამ ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მეტი სურვილი ავასრულო. მიყვარხართ,” თქვა აცრემლებულმა კაცაფადუმ.

 

onalem

ტესტ